www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის, მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ქალაქური" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ძირითადი პროდუქცია არის ქართული თხილი და ჩირები.

ქ. თბილისი, ავშნის 88 ტელ. 283 02 04
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

** განათლება (PR მარკეტინგი და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სამუშაოს მოთხოვნა სასურველია კვების (სნექის) სფეროში; (თხილი, ჩირი)
** MS პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint), ქორელი, ფოტო შოპი.
** სასურველია ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური, თურქული;
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია, საკუთარი ავტომობილი
** გამოცდილება კვების (სნექის) სფეროში მარკეტინგული მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება; ვებ გვერდის მართვა, ონლაინ გაყიდვები, სოციალური გვერდი.
** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების შესწავლის მიზნით;
** კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის შედეგებზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალების შესრულება.
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა;
** სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ
** პოზიციონირებისათვის;
** მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი შეთანხმების მიხედვით.
სასურველია მიუთითოთ შესაბამისი ხელფასი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შევსებული ქართულ ენაზე მისამართზე: qalaqurivc@gmail.com

ტელ. 283 02 04



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |