www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ა.ს ლოგ საქართველო
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

"ა.ს ლოგ საქართველო" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ლოჯისტიკის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეხვედრების ორგანიზება
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელი ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური, ან თურქული ენის ცოდნა.

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

2 კვირიდან 1 თვემდე გამოსაცდელი ვადით
ანაზღაურება: იწყება 450 ლარი + ბონუსები + დაზღვევა
ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00

2. გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** გაყიდვების გაუმჯობესება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** პოტენციურ კლიენტებთან გაყიდვების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (გამოცდილება სატრანსპორტო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ისა და საპრეზენტაციო პროგრამების მოხმარების უნარ-ჩვევები.

თვისებები:

** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი;
** ენერგიულობა;
** კრეატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარი.

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

** 2 კვირიდან 1 თვემდე გამოსაცდელი ვადით
** ანაზღაურება: იწყება 400 ლარი + ბონუსები + დაზღვევა
** ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: a.sloggeorgia@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |