www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს კოხტა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

სასტუმრო "რუმს კოხტა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

** დაეხმაროს მიმტანს სამუშაოს შესრულებაში.
** უზრუნველყოს მომხმარებლამდე მაღალი სტანდარტების სერვისის მიწოდება და დროული მომსახურეობა.

ძირითადი მოვალეობები:

** დაეხმაროს მიმტანს შეკვეთის დროულად მიღებაში და სტუმრების სათანადო მომსახურეობაში;
** უზრუნველყოს მზა შეკვეთის სამზარეულოდან მიმტანამდე მიწოდება;
** დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მიწოდებულია სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
** შეასრულოს დასუფთავების პროცედურები მოთხოვნისამებრ;
** იცნობდეს მენიუში არსებულ პროდუქტებს და მათი მომზადების წესებს;
** შეასრულოს ყველა პროცედურა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** მზად იყოს კოლეგების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის გასანაწილებლად.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკური გამძლეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 12 დეკემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.bakuriani@roomshotels.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |