www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

კომპანია "IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე. ვაკანსია გულისხმობს დღე-ღამის მორიგეობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: simashvili@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი).

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 13 დეკემბერი, 2020 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |