www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

შპს "ჯი-თი მოტორსი", რომელიც არის Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში იწყებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას საავტომობილო სერვისის სამღებრო-სათუნუქე საამქროს მიმართულებით.

თუ გაინტერესებთ ავტო სფერო და ხართ მოტივირებული, განავითაროთ თქვენი ტექნიკური უნარ-შესაძლებლობები, გეძლევათ შანსი გაიაროთ პრაქტიკული სწავლება ჩვენს ავტოსერვისში. კანდიდატები დასაქმდებიან ავტოსერვისის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სამღებრო-სათუნუქე საქმიანობა და შეისწავლიან პროფესიას.

სტაჟირების გავლის შემდეგ, წარმატებული კანდიდატები დასაქმდება კომპანიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ავტოსერვისში შემოსული ავტომობილის მომსახურება-შეკეთებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** პუნქტუალურობა;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე (10:00სთ. - 18:00სთ. დასვენების დღე კვირა).

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი).

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |