www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, რუსთავი, მარნეული, ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** სასესხო პორტფელის მართვა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ან სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი აღნიშნული მიმართულებით.
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, ) ბაზისური ცოდნა
** რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის);

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გაყიდვების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია: http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) .

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო "ლიდერ კრედიტის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:
თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |