www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - მოლარე-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მოლარე-ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის დათვლა, ნაშთების გაკონტროლება და შენახვა დადგენილი წესების დაცვით;
** მომხმარებლისთვის მომსახურებაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარებზე სრულყოფილი პასუხი;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დისციპლინურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: orthodontge@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-ადმინისტრატორი(სტაჟიორი)".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |