www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა, განლაგება დახარისხება, საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება, ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** პროდუქციაზე მითითებული ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი, ასევე დროთა განმავლობაში პროდუქციის ვიზუალური ცვლილება, პროდუქციის განლაგება;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის ინფორმირებულობა გაყიდვების აქტივობების შესახებ;
** სამუშაოს აღწერილობით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV hr@yoyoso.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |