www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ადმინისტრატორი
მომწოდებელი: რეტკო
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

შპს "რეტკო", ელექტროტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია 12 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციებს ელექტრო ტექნოლოგიურ დარგში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობას და განვითარებას;
** კომპანიაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ხელფასს;
** კანონით გათვალისწინებულ ანაზღაურებად შვებულებას, ავადმყოფობის ბიულეტენს და ოფიციალურ უქმე დღეებს.

ძირითადი მოვალეობები:

** HR Digital კანცელარიის წარმოება/მართვა;
** ვაკანსიის განცახებების შექმნა/განთავსება დასაქმების პლატფორმებზე;
** გასაუბრებების საწყისი ეტაპის ჩატარება, რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება, ტესტირება;
** სამოტივაციო და შეფასებების სისტემის მართვასა და აქტივობებში ჩართულობა;
** დიჯიტალიზაციის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული სასწავლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel);
** ინგლისური ენა - სავალდებულო. რუსული - სასურველი;
** HR სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული (სტუდენტებისთვის ხელშეწყობით)
მდგებარეობა - რუსთავი, ზედგენიძის 62.

შპს "რეტკო" არის თანამედროვე მეთოდებზე და პრინციპებზე დაფუძლენბული კომპანია, რომლის ფილოსოფიის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმება და ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით. აქ გელოდება ახალგაზრდა გუნდი, პროფესიული და კომფორტული სამუშაო გარემო და სივრცე პირადი და კარიერული განვითარებისთვის.

თუ ხარ აქტიური ახალგაზრდა, სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ კარიერის დაწყებას ან განვითარებას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@retco.ge და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HR ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |