www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი - რეზერვი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის (რეზერვი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5073
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.
** გამოცდილება კლიენტთა მომსახურებაში: 1 წელი.

განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი.

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები: თავაზიანი, დეტალებზე ფოკუსირება, გუნდურად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი მოთხოვნა: სასურველია ძვირფასი ლითონების სერთიფიკატის წარმოდგენა.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით;
** ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილები.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/5073

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი, 2020 წ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |