www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკონდიტროს სუ შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს სუ შეფის პოზიციაზე.

სამუშაოს მიზანი:

პასუხისმგებელია ხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო ნაწარმის მენიუს შექმნა და განახლება;
** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტებისა და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა, გაფორმება;
** აღმასრულებელი შეფ-მზარეულისა და შეფ-მზარეულისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა დესერტის მომზადებისა და გაფორმების დროს;
** საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მონიტორინგი, სამუშაო პროცესების წარმართვა გაწერილი რეგულაციებისა და სტანდარტების მიხედვით;
** ყველა შეკვეთის დროულად დამზადება და მიწოდება;
** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობის შენარჩუნება, სუფთა და მოწესრიგებული უნიფორმისა და სახელის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნის ტარება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** საკვებისა და სასმელების პროდუქტების კარგ დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებისა და კონტროლის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 16 დეკემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |