www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური რეპორტინგის ოფიცერი
მომწოდებელი: უდაბნო
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს ყოველთვიური, ყოველკვარტლული და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მათ შორის კონსოლიდირებული);
** პერიოდულად ჩაატაროს კომპანიის ბიზნეს მიმართულებების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი;
** მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში;
** განახორციელოს შედეგების ანალიზი ბიუჯეტთან და ისტორიულ მონაცემებთან შედარებით;
** მოახდინოს აღრიცხვაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების წარმომადგენელთან;
** გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს;
** შეადაროს ბიუჯეტი (შემოსავლები/ხარჯები) ფაქტიურ მონაცემებს;
** პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია რეპორტის სახით უშუალო ხელმძღვანელს მიმდინარე და დასრულებული პროცესების შესახებ.

საჭირო უნარები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური და ტექნიკური მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია SQL-ის ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული და სხვ.) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 16 დეკემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |