www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი დიზელ გენერატორების ტექ. მომსახურებაზე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
თანდართული ფაილი: 83192_generatorsjobs_ge2020_1175631.zip
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") აცხადებს ტენდერს დიზელ გენერატორების ყოველთვიურ ტექნიკურ მომსახურებაზე.

ტენდერის პირობები:

ტენდერში გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებლობას აიღებს შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმაკეტს ჯორჯია"-ს დიზელ გენერატორების ყოველთვიურ ტექნიკურ მომსახურებაზე ერთი წლის ვადით. მათ შორის:

** ყოველთვიურ სერვისზე;
** პრევენციულ ღონისძიებებზე;
** საავარიო გამოძახებებზე;
** საწვავით შევსებაზე (საწვავის ტალონებს უზრუნველყოფს შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია")
** დამატებითი შეთანხმების საფუძველზე სათადარიგო ნაწილების მოწოდებაზე;

თანდართული ფაილები:

სააპლიკაციო ფორმა 1. (განფასების ცხრილი);
სააპლიკაციო ფორმა 2. (ინფორმაცია კომპანიის შესახებ);

მოთხოვნები:

** შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული) სააპლიკაციო ფორმა 1 და 2;
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( კომპანიის შესახებ);
** დოკუმენტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების - დავით ჩიჩუას სახელი და გვარი;
** კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისის მიმღებში: ისანი ნავთლუღის 8ა, ისანი მოლის მეორე სართულზე, სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-15:00;

კონვერტის მიღების ბოლო თარიღია 30 ნოემბერი, 2020 (18:00);

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:

ლაშა რამინიშვილი
ტელ.: 595 85 77 29
ელ. ფოსტა. lraminishvili@mafcarrefour.com

ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:

დავით ჩიჩუა
ტელ.: 592 279 179
ელ. ფოსტა: dchichua@mafcarrefour.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |