www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოწვევა ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
მომწოდებელი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

მოწვევა ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

*ტექსტი ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ამ ბმულზე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) იწვევს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ უმცირესობებს ტრენინგ პროგრამაში "ეთნიკური უმცირესობები საქართველოში და ევროინტეგრაცია" მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგ პროგრამა ხორციელდება ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის "წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის" ფარგლებში და მიზნად ისახავს ეთნიკურ უმცირესობებში ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

ტრენინგი ჩატარდება ეთნიკურ უმცირესობებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, ექსპერტების მიერ შემუშავებული ტრენინგის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით. ტრენინგის მასალაში გაერთიანებულია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა იმ სარგებლის მიღებისთვის, რომელსაც ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება იძლევა.

პირველი თემა წარმოადგენს ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული პოლიტიკის თეორიულ ჩარჩოს და მოიცავს ისეთ ქვეთემებს, როგორებიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაცია - თანმხლები გამოწვევები და პერსპექტივები; ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატები და მათი არსი.

მეორე თემა ეხება კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების როლსა და უფლებებს საქართველოს ევროპული პოლიტიკის ფარგლებში.
მესამე თემა ძირითადად პრაქტიკულ საკითხებს მოიცავს, მაგალითად, როგორ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს იმ სიკეთეებით სარგებლობა, რომლებიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო მიმოსვლასა და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს უკავშირდება.

ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ექსპერტები ევროკავშირისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში:

** გიორგი სორდია, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის დირექტორი (CSEM)
** ივანე ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი
** ნინო მარჯანიშვილი, თბილისში ერაზმუსის სტუდენტთა ქსელის (ESN) პრეზიდენტი
** კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი
** ელენე ფანჩულიძე, ევროპის კოლეჯის (ბრიუგე, ბელგია) მკვლევარი და აკადემიური ასისტენტი
** ნათია დაღელიშვილი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (CIESR).

ტრენინგი ჩატარდება სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ქვე-გრანტის მოსაპოვებელ კონკურსში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში საინფორმაციო ტიპის საპილოტე ტრენინგების ჩასატარებლად. ხოლო ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტები შეირჩევიან სასტიპენდიო პროგრამისთვის, რომელიც გულისხმობს ორი ვიდეო რეპორტაჟის მომზადებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

ტრენინგების ჩატარების სავარაუდო პერიოდია დეკემბერი-იანვარი. ტრენინგების პირისპირ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში, მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობის, კვებისა და სასტუმროს ხარჯები, ხოლო Covid-19-ის შედეგად გამოწვეული პანდემიის გამო შეფერხების შემთხვევაში, ტრენინგები ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

განაცხადების მიღება შესაძლებელია 2020 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით, 23:59 სთ-მდე!

ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა - https://forms.gle/gPHivmEdkrsZXJUs5



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |