www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: WMS ოპერატორი
მომწოდებელი: Pine Tree International
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "PineTree International" (Humana, Bahlsen, Komili და სხვა) აცხადებს ვაკანსიებს WMS-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის აღწერა, სათანადო აღრიცხვა პროგრამულად, შედარება შეკვეთებთან;
** პროდუქციის განლაგების წესის და სტანდარტის დახვეწა;
** უზრუნველყოფა, პროდუქტი განთავსდეს დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტის გატანის პროცედურის დახვეწა - ვის აქვს გატანის უფლება, რა დოკუმენტის საფუძველზე და ა.შ..;
** მინიმალური ნაშთების ჩამოცდენის შემთხვევაში სათანადო პირების დროული ინფორმირება;
** საწყობებში შენახვის პირობების დაცვის კონტროლი (ტემპერატურა, სისუფთავე.);
** პერიოდული აღწერების ორგანიზება, დანაკარგების დროული გამოვლენა;
** კონტროლი და პრევენცია იმისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ არ მოხდეს საწყობში ვიზიტი.

ზოგადი უნარები:

** WMS- პროგრამის ცოდნა (აუცილებელი პირობა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
ანაზღაურება: ფიქსირებული
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი მისამართზე: HR@pinetree.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0322 389 389/0322 389 380.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |