www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანერგვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ენ ჯი თი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

"ენ ჯი თი ჯგუფი" წარმოადგენს 15 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად აითი ინტეგრატორ კომპანიას.

კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30 მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში. კომპანიის ერთ-ერთ ბიზნეს მიმართულებას სამედიცინო პლატფორმა "Doctra" წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ცოდნის გაერთიანებით შეიქმნა. ის ერთადერთი კლინიკის მართვის პროგრამაა, რომელიც მუშაობს ERP პრინციპით, რაც გულისხმობს მონაცემების მიმდინარე პროცესების პარალელურად შეტანას.

"Doctra" წარმატებითაა დანერგილი ქვეყნის რამდენიმე წამყვან კლინიკაში და უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

"Doctra"-ს პროფესიონალთა გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ დანერგვის სპეციალისტს, ბუღალტრული მიმართულებით.

ძირითადი ფუნქციები:

** ERP სისტემის დანერგვის ბიზნეს-ქეისის მომზადების კოორდინაცია და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან;
** ტრენინგების ორგანიზება;
** პრეზენტაციების/სატრენინგო მასალების და სატრენინგო მოდულების შემუშავება;
** ERP სისტემასთან დაკავშირებული ახალი პოლიტიკების და პროცედურების მომზადების კოორდინაცია;
** პროექტების მიმდინარეობის ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა, გაუმჯობესების გზებზე რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
** პროექტის პროდუქტ(ებ)ის მიმართ დეტალური ფუნქციონალური და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/საბუღალტრო მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, უპირატესად ჩაითვლება ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ასაკი 25-დან 35 წლამდე.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** დროის ეფექტურად მართვა - სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: vacancy@next-gt.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |