www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მკვლევარი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

საერთაშორისო კომპანია "McCANN Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას მკვლევარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: მარკეტინგი და რეკლამა

მოვალეობები:

** მომხმარებლების, კონკურენტების, პროდუქტის, ბაზრის კვლევა და ანალიზი; შესაბამის გრაფებსა და ინფოგრაფიკაში აწყობა და წარმოდგენა
** სტატისტიკური მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ანგარიშგების შესრულება
** რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევების ორგანიზება/ჩატარება
** პროგრამების ეფექტიანობის დეტექტორების დადგენა, მონიტორინგი და ანგარიშგება
** ბიზნესის და პროექტის განვითარებისთვის საჭირო კვლევების დიზაინი და წარმოება
** GAP-ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში განპირობებათა კომპონენტის ფორმულირება
** კონცეპტუალურ მოდელებზე დაყრდნობით/შესაბამისი მეთოდოლოგიით პროექტის განვითარებისთვის საჭირო რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი კვლევის პროექტირება და იმპლემენტაცია
** მონაცემთა მართვა და ინტერპრეტაცია
** ტრენდების დადგენა და ბაზარზე არსებული ცარიელი სივრცის დეტექცია
** კომპანიისა და პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მომიჯნავე აქტივობების წარმოებაში მონაწილეობა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება სამუშაო აღწერილობის ფარგლებში

კვალიფიკაცია:

** განათლება: უმაღლესი სოციალურ მეცნიერებებში
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** 3-5 წლამდე გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე

განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17 დეკემბერი, 2020.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |