www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპანია "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას საბაზრო გაყიდვების ზედამხედველის პოზიციაზე, თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
სამუშაო დროის დასაწყისი: 04:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აგრარულ ბაზარ "დეზეტირში" არსებული საბითუმო გაყიდვების პუნქტიდან (საბითუმო საწყობი) ყოველდღიურად პროდუქციის რეალიზაცია, რაც მოიცავს უშუალოდ ბოსტნეულით ვაჭრობას.
** საბითუმო ბაზარში ვაჭრობის დაწყებამდე (დილის 04:00 საათი) ბაზრის ფასების მონიტორინგი, კონკურენტების ფასების შესწავლა და იმდღევანდელი გაყიდვების სტრატეგიის დასახვა.
** ფიზიკურად ბოსტნეულის მყიდველებისათვის გადატვირთვა და მიწონვა, დამხმარე პერსონალთან ერთად.
** ბოსტნეულის საწარმოდან მიღება, ფიზიკურად მონაწილეობა მიღების პროცესში.
** საბითუმო გაყიდვების პუნქტის პერსონალის საქმიანობის წარმართვა.
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის საუკეთესო ფასით გაყიდვა.
** კლიენტთა ბაზის წარმოება.
** იურიდიული და ბუღალტრული საკითხების უზრუნველყოფის კონტროლი კლიენტებთან (სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, სალაროს ჩეკი და ა.შ.).
** შემოსული თანხების კონტროლი.
** ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგი და აღრიცხვა, ინფორმაციის ზემდგომისთვის მიწოდება.
** აგრარულ ბაზარში შესყიდვების პროცესში ჩართულობა, რაც მოიცავს საბითუმოდ საჭირო პროდუქციის საუკეთესო პირობებით შესყიდვას.
** პასუხისმგებლობა გაყიდვების პუნქტში არსებულ ინვენტარზე, პროდუქტზე, შემოსულ და გასულ თანხებზე.
** სამუშაოს კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება.
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე იცავდეს შრომის უსაფრთხოების წესებს და პროცედურებს.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** საშუალო განათლება; პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; სასურველია გამოცდილება საკვები პროდუქტების ვაჭრობის სფეროში.
** დოკუმენტ-ბრუნვის წარმოების უნარი.
** პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ოპერატიულობა და ორგანიზებულობა.
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@gah.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |