www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტი
მომწოდებელი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სსიპ - "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ სტუდენტთა შერჩევის მიზნით 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტის მიერ შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტის ფუნქციაა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით:

** საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პირველ ეტაპზე, შეისწავლოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე, მონიტორინგის ფარგლებში დასადგენი საკითხების შემოწმების მიზნით, გაეცნოს შესაბამის მასალებს და დოკუმენტაციას;
** დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, თითოეულ სტანდარტთან მიმართებით, სტანდარტების რუკის ფორმატში, ჩამოაყალიბოს შენიშვნები, მოსაზრებები და კითხვები, რომელთა გარკვევაც სურს ვიზიტის ფარგლებში და შევსებული სტანდარტების რუკა შეთანხმებულ ვადებში გაუგზავნოს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს;
** შესწავლილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვიზიტამდე დაგეგმილ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში;
** ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში;
** ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები; მოახდინოს თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის შესაბამისობის გადამოწმება დაწესებულებაში რეალურად არსებულ მდგომარეობასთან და აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით;
** ვიზიტის/დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ მონაწილეობა მიიღოს შეფასების შედეგების განხილვასა და შეჯამებაში;
** მონაწილეობა მიიღოს დასკვნის პროექტისა და საბოლოო დასკვნის მომზადებაში;
** მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საკითხის განხილვაში აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რაც აისახება სხდომის ოქმში. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა ექსპერტს (გარდა საერთაშორისო ექსპერტისა) შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ან ცენტრის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის - info@eqe.ge მეშვეობით შეატყობინებს ცენტრს შესაბამისი საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტის ფუნქციაა საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით:

** საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების პირველ ეტაპზე, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
** დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე თითოეულ სტანდარტთან მიმართებით, სტანდარტების რუკის ფორმატში ჩამოაყალიბოს შენიშვნები, მოსაზრებები და კითხვები, რომელთა გარკვევაც სურს ვიზიტის ფარგლებში ან/და დაწესებულებისგან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და შეთანხმებულ ვადებში გაუგზავნოს ის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს;
** შესწავლილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში;
** ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში;
** ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები;
** მოახდინოს თვითშეფასებაში/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების/სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში (სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის - პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით) ასახული ინფორმაციის შესაბამისობის გადამოწმება დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით;
** ვიზიტის/დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ მონაწილეობა მიიღოს შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში;
** მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რაც აისახება სხდომის ოქმში. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა ექსპერტს (გარდა საერთაშორისო ექსპერტისა) შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ან ცენტრის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის - info@eqe.ge მეშვეობით შეატყობინებს ცენტრს შესაბამისი საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სტუდენტის სტატუსის ქონა;
2. მაღალი აკადემიური მოსწრება;
3. სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა;
4. "ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)" 2015 წლის დოკუმენტისა და განათლების სფეროსთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
** "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;

5. გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
6. მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
7. ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

კონკურსის ეტაპები:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
2. ტრენინგების ჩატარება;
3. წერითი დავალება;
4. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება;
5. კონკურსის შედეგების ინდივიდუალურად გაცნობა;
6. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შერჩეულ კანდიდატთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ავტობიოგრაფია (CV) 2 რეკომენდატორის მითითებით;
** ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და ცნობა აპლიკანტის მიერ გავლილ კურსებში მიღებული შეფასებების შესახებ.

ყურადღება: აღნიშნული დოკუმენტაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.hr.gov.ge - მეშვეობით, იხ. - ბმული



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |