www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: appidea.com
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

"Appidea" 2014 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა სექტორში, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ქმნის მაღალი სტანდარტის მობილურ თამაშებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, კიევსა და ლონდონში. მისი პორტფოლიო მოიცავს 16 თამაშს და 2 აპლიკაციას. "Appidea"-ს ყველაზე წარმატებული თამაში არის "Pixel Sword Fish io" რომლის გადმოწერების რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს.

პოზიცია: უფროსი UI/UX დიზაინერი

მინიმალური მოთხოვნები:

** არსებითი გამოცდილება Adobe Illustrator-ში.
** არსებითი გამოცდილება Adobe Photoshop-ში.
** გრაფიკული პლანშეტით (დიჯიტაიზერით) ხატვის უნარი.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება UI და UX დიზაინში.
** კომპიუტერული და მობილური თამაშების მიმართ ინტერესი.
** კრეატიულობა.
** შრომისმოყვარეობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

პლუსად ჩაითვლება:

** გამოცდილება 3D პროგრამებში: MAYA, BLENDER ან 3DS MAX.
** გამოცდილება "Unity Engine"-ში: ასეტების ინტეგრაცია, ანიმაცია და UI.
** გამოცდილება მობილური აპლიკაციების და ონლაინ თამაშების შექმნაში.

სამუშაო განრიგი: სრული (10:00სთ-დან 19:00სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა).
ანაზღაურება: 2000-4000 ლარი, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, მომავალში ზრდის პერსპექტივით + ბონუს სისტემა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და აგრეთვე რეფერენსი თქვენს ნაშრომებზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@appidea.com და "Subject"-ად მიუთითოთ "Senior UI/UX designer".

მხოლოდ CV რეფერენსის გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |