www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაგონმშენებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "ვაგონმშენებელი კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის მართვა;
** თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების და ბრძანებების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისთვის კომპანიის შინაგანაწესის და პროცედურების გაცნობის და შესაბამისი წესით დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა სახის განცხადებების მიღება და აღრიცხვა;
** თანამშრომელთა ელექტრონული ბაზის და პირადი საქმის მართვა, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
** თანამშრომლების შვებულებების ადმინისტრირება და აღრიცხვა;
** ანაზღაურების ნაწილში, წინასწარი ინფორმაციის დამუშავება და საბოლოოდ დასაანგარიშებლად მომზადება;
** ვაკანსიაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად და კანდიდატებთან ტესტირების/გასაუბრების ორგანიზება;
** პოლიტიკის, პროცედურების და სხვა სახის მნიშვნელოვანი სიახლეების განხილვის, შემუშავების და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის ან მათთან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შერჩევის მიმართულებით;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელფოსტის მისამართზე: t.ortoidze@vmk.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |