www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქალაქ თელავში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში;
** ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე, მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი.

დამატებითი მოთხოვნა: სადღეღამისო ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად. სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს: http://vacancy.psp.ge/vacancy/0x9dbbac220b762f0411ea0d294f5d0f08

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 2 დეკემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |