www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SEO სპეციალისტი
მომწოდებელი: Software Development and Trading
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

Software development and trading LLC აცხადებს ვაკანსიას სეო სპეციალისტის თანამდებობაზე. თქვენ გეძლევათ საშუალება შემოუერთდეთ ჩვენს სწრაფად მზარდ გუნდს. ჩვენი კომპანია უწევს IT მომსახურებას სხვადასხვა კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვეძებთ კანდიდატს აღნიშნულ პოზიციაზე, რომელსაც სურვილი ექნება განვითარდეს ჩვენ კომპანიასთან ერთად.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს სეო სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის კარგი გამოცდილება და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ქივორდების მოძიება და საიტის ოპტიმიზაცია შესაბამისად;
** ბექლინკების მონიტორინგი და მოძიება ამერიკის ბაზრისთვის;
** ანალიტიკური მოწყობილობების გამოყენებით საიტის მუდმივი კონტროლი, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ქონთენთ სტრატეგიის შემუშავება და დავალებების განსაზღვრა;
** ვებ-დეველოპერთან აქტიური თანამშრომლობა საიტის ოპტიმიზაციისთვის სასურველი ცვლილებების შესატანად;
** სეოს თანამედროვე ტენდენციებზე თვალის დევნება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა სტრატეგიაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სეო ოპტიმიზაციის კუთხით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური ვებსაიტების სიღრმისეული ცოდნა (მაგ. Google Analytics, NetInsight, WebTrends);
** ვორდფრესის პლათფორმის საფუძვლიანი ცოდნა;
** სეო პლატფორმების / პროგრამების ცოდნა (SEMrush, Moz, Search Console, Screaming Frog);

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით);
ანაზღაურება: დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე და შესაძლებელია შევათანხმოთ გასაუბრების დროს.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საცხოვრებლით უზრუნველყოფა);

თუ თქვენ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს და გსურთ შეურთდეთ ჩვენს სწრაფად მზარდ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ოპტიმიზირებული ვებსაიტების ლინკები შემდეგ ელ. ფოსტაზე: davitlomidze.msm@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |