www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი სამუშაო:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მეშვეობით პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
** კლიენტების კონსულტირება ჩვენი პროდუქტის გამოყენებაში;
** მიღებული რთული ტექნიკური და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (განიხილება სტუდენტებიც);
** გამართული მეტყველებისა და წერის უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00;
** ანაზღაურება - 500 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Call Center Operator.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |