www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ დეველოპერი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

შ.პ.ს. "აი სი არ ტრეიდი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი და ჟაკადი, აქსესუარების მიმართულებაში ბრენდი პარფოისი. დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულია 800 მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი.
სტრუქტურული ერთეული: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დირექტორს

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პლატფორმის დანერგვაში მონაწილეობის მიღება, მისი ფუნქციური და ტექნიკური უზრუნველყოფა
** HTML თემფლეითების გამართვა;
** გვერდების გაფორმება CSS სტილით;
** აპლიკაციის სტრუქტურის გამართვა;
** Typescript-ში მოდელების გამართვა;
** ფორმების გამართვა ასინქრონული ფუნქციებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით
** აუცილებელია კარგად იცნობდეს Python, Javascript, HTML/CSS ენებს
** Angular, Flask პლატფორმების ცოდნა

სასურველია:

** იცნობდეს Non-relational database (MONGODB) მუშაობის პრინციპებს
** მინიმალური ცოდნა Bash სისტემაში მუშაობის (ლინუქსის ტერმინალი)
** ლინუქსში მუშაობის გამოცდილება/ ან Unix-ის სხვა სისტემაზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 17 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება "ვებ დეველოპერი"

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |