www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მაღაზიების დაკაბელების/ქსელის მოწყობაზე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
თანდართული ფაილი: 83642_tender_9663246.zip
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფ მზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) აცხადებს ტენდერს, Carrefour-ის მაღაზიების დაკაბელების/ქსელის მოწყობის (NETWORK CABLING) შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები:

** შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში (მინიმუმ 30 მაღაზიაზე)
** დაქსელვა უნდა განხორციელდეს ძირითადად 500 კვმ-მდე ფართობის მქონე მაღაზიებში.
** რაოდენობები არის სავარაუდო, გასული პერიოდის სტატისტიკაზე დაყრდნობით.
** (კომპანია CARREFOUR-ი არ იღებს ვალდებულებას ამ რაოდენობის შესყიდვაზე)
** შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით

თანდართული ფაილები:

** სააპლიკაციო ფორმა N1. (ინფორმაცია კომპანიის შესახებ)
** განფასების ცხრილი

მოთხოვნები:

** შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული) სააპლიკაციო ფორმა N1
** ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შემოთავაზება (განფასების ცხრილი) (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული)
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( კომპანიის შესახებ);
** დოკუმნტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების დავით ჩიჩუას სახელი და გვარი;
** კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისის მიმღებში: ისანი ნავთლუღის 8ა, ისანი მოლის მეორე სართულზე, სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-15:00;
** კონვერტის მიღების ბოლო თარიღია 30 ნოემბერი -2020 (18:00);

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პიროვნება:

გიორგი გიორგაძე
Tel: 599 88 47 21
Email. Ggiorgadze@mafcarrefour.com

ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:

დავით ჩიჩუა
Tel: 592 279 179
Email. dchichua@mafcarrefour.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |