www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საექსპოტო ბაზრებზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების (ქსელური მაღაზიების) მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და გამოტანა;
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;

შერჩევის ფორმა:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: giorgi.gegechkori.95@gmail.com. ელფოსტის გამოგზავნისას "Subject" ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |