www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტო იმპორტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"Auto Import Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, არსებული მომსახურებების/სერვისების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** კორპორატიულ კლიენტთა ბაზის მართვა, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა ავტო აუქციონებზე

მოთხოვნები:

** აუცილებელია ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

გთხოვთ, გამოაგზავნოთ დეტალური CV შედეგ მისამართზე HR@autoimport.com.ge

კომპანია "Auto Import Georgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

კომპანია "Auto Import Georgia" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Auto Import Georgia" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |