www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მხარდაჭერის კონსულტანტი
მომწოდებელი: ბიდიო დიჯიტალი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

კომპანია "BDO Digital" აცხადებს ვაკანსიას - მხარდაჭერის კონსულტანტის პოზიციაზე შიდა პროექტების მართვის განყოფილებაში.

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO -ს შვილობილი კომპანია. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

ვაკანსიის დასახელება: მხარდაჭერის კონსულტანტი შიდა პროექტების მართვის განყოფილებაში

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00

ფუნქცია/მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფების ადმინისტრირება
** პროგრამულ უზრუნველყოფებთან დაკავშირებული მომართვების მიღება და მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო სამუშაოების გაწევა
** პროგრამული უზრუნველყოფის სწავლება/კონსულტაციის გაწევა თანამშრომლებისთვის
** პროგრამულ უზრუნველყოფებში ხარვეზების გამოვლენა და პროდუქტის დეველოპმენტის გუნდისთვის მიწოდება
** კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში მონაწილეობის მიღება
** პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის ტესტირება და განვითარების საჭიროებების გამოვლენა
** შიდა პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ მხარდაჭერის კონსულტანტი შიდა პროექტების მართვის განყოფილებაში განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28.11.2020 .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |