www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: MaxinAI
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"MaxinAI" დაარსდა 2017 წელს და წარმოადგენს ლიდერ კომპანიას AI Consulting-ის მიმართულებით საქართველოში. "MaxinAI" პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს კომპანიებს აშშ-დან, ავსტრალიიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

"MaxinAI" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა
** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი
** კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) მომზადება, შენახვა, კონტროლი და დაარქივება
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა
** კომპანიის ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და ადმინისტრირება
** სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA (F1, F2, F3 სასურველია);
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისურის ენის სრულყოფილი ცოდნა

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** დისტანციურად მუშაობა;
** საინტერესო გამოწვევები;
** კარიერულ ზრდა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამებში მონაწილეობით;
** მაღალი ექსპერტიზის და მოტივაციის მქონე გუნდის გამოცდილების გაზიარება;

ანაზღაურება: 1, 000 ლარი (საშემოსავლოს გარეშე)

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@maxinai.com და "Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |