www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფოტო-ვიდეო ოპერატორი
მომწოდებელი: ტოტალ შარმ პიაცა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კლინიკა "ტოტალ შარმ" წარმოადგენს პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტების კლინიკების ქსელს, რომელიც 2005 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ესთეტიური მედიცინის სფეროში. გთხოვთ დეტალური ინფორმაცია იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://totalcharm.ge/

"ტოტალ შარმ"-ის ბათუმის გუნდი "ტოტალ შარმ პიაცა" ეძებს ფოტო-ვიდეო ოპერატორს, რომელიც კომპანიის სოციალური მედიისთვის შექმნის და დაამუშავებს ფოტო-ვიდეო მასალას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფოტო-ვიდეო გადაღება
** გადაღებული მასალის დამუშავება/მონტაჟი
** კომპანის Instagram და Facebook გვერდებისთვის მოკლე ვიდეო რგოლების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფოტო-ვიდეო გადაღების, მონტაჟისა და დამუშავების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სოციალური მედიის სტანდარტების ცოდნა
** საკუთარი აპარატურა (ჩაითვლება უპირატესობად)
** გრაფიკული/სამონტაჟო პროგრამების ცოდნა (Adobe Premier Pro, Photoshop)

სამუშაო პირობები

** სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი
** სამუშაო ადგილი: ბათუმი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 18 დეკემბრამდე გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე და პორტფოლიო ან პორტფოლიოს ბმული ელ. ფოსტაზე: hr@aptos.ge; გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ფოტო-ვიდეო ოპერატორი

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |