ჰიგიენური და ქიმიური პროდუქციის ლიტვური სადისტრიბუციო კომპანია "PROFLINE GORGIA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე გაყიდვების მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბეჟანიშვილის 4
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** მომხმარებელთან მოლაპარაკებების ეფექტური წარმოება;
** კომუნიკაციისა და ლიდერობის შესანიშნავი უნარი;.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;.
** საკუთარი ავტომანქანა და მართვის მოწმობა.
მოვალეობები:
** ახალი მომხმარებლების მოძიება და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** არსებული გაყიდვების სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის პროექტების შემუშავება და განხორციელება; არსებული და ახალი პროდუქტებიდან მოსალოდნელი გაყიდვებისა და მოგების პროგნოზირება;
** გაყიდვების მოცულობის, პროდუქციის ასორტიმენტისა და გასაყიდი ფასის შენარჩუნება, კონკურენტების მონიტორინგის გზით; გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** დავალებების დელეგირება და გაყიდვების დაგეგმვა (გეგმის შემუშავება), ანალიზი და კონტროლი;
** ეფექტური მართვა - გაყიდვების ობიექტების მოძიება, საქონლის მიწოდება და ამ ამოცანების მიღწევის უზრუნველსაყოფად, გაყიდვების ეფექტიანობის შეფასება;
** ყოველდღიურ მუშაობაზე დაკვირვება;
** გუნდური მუშაობის გაძლიერების ხელშეწყობით, შესაბამისი შედეგების მიღწევა;
** გაყიდვების აგენტებთან მუშაობა და მიზნობრივი გაყიდვების სტრატეგიის განსახორციელებლად ოპერაციების მართვა;
თუ დაინტერესებული ბრძანდებით აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ქართულ და რუსულ ენებზე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nanonanita@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების მენეჯერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი 2020 წელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. გასაუბრება ჩატარდება რუსულ ენაზე.
გისურვებთ წარმატებებს!