www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front End დეველოპერი
მომწოდებელი: მალთივერს
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"მალთივერს"-ი კომპანიაა, რომელიც მაღალკვალიფიციურ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდთან ერთად, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

კომპანია "მალთივერს" აცხადებს ვაკანსიას Front End დეველოპერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** Markup არქიტექტურის დაგეგმვა დეველოპმენტის გუნდის ხელმძღვანელთან ერთად;
** Markup-ის შესრულება და არქიტექტურის ზედმიწევნით დაცვა;
** js (angular & typescript)-ზე დავალებების შესრულება და ხარვეზების აღმოფხვრა;
** Best practices და სუფთა კოდის პრინციპების გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: 2+ წელი;
** რთულ ან/და საშუალოდ რთულ აპლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება;
** 2+ წელი Html, CSS (SCSS) კარგ დონეზე;
** Git version control system-ის ცოდნა;
** Inverted triangle CSS (ITCSS)/SMACSS, OOCSS, BEM-ის ცოდნა;
** Angular & typescript-ზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** კარგი ანალიტიკური უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrrecruitment.capital@gmail.com 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Front End დეველოპერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |