www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Mag.ge
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / განცხადების ვადა: 18 იანვარი

შპს "უნივერსალური მაღაზია" - ონლაინ მაღაზია MAG.GE ეძებს სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს.

ჩვენი ონლაინ მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში, შეარჩიოს მათთვის სასურველი ნივთი, ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით, ონლაინ განვადებით და უფასო ადგილზე მიტანის სერვისით.

ჩვენ ვეძებთ სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განახორციელებს ჩვენი პროდუქციის სატელეფონო შეთავაზებას და რეალიზაციას პარტნიორ კომპანიებსა და ორგანიზაციებზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00 - 19:00 სთ ჩათვლით, (1 საათი შესვენება).
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიების ბაზის დამუშავება და მონაცემების განახლება.
** სხვადასხვა პროდუქციის შეთავაზება ბაზაში არსებული პარტნიორ კომპანიებზე.
** შეკვეთების მიღება, მომზადება - გადამისამართება შესაბამის საკურიერო სერვისზე;
** მომხმარებელთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** CRM-პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სატელეფონო სერვისში ან გაყიდვებში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);

საჭირო უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია გამართული მეტყველება;
** კარგი კომუნიკაციის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის, კლიენტების დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
** კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს კარგი დიქციითა და ემოციური მდგრადობით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე vacancy@mag.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: "სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |