სადისტრიბუციო კომპანია "ჯი დი ჯი" 10 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს http://www.gdggroup.ge
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მენეჯერის თანამდებობაზე.
უფლება მოვალეობები:
** სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა, ასორტიმენტის და ფასების კონტროლი
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და პროდუქციის შეტანის უზრუნველყოფა
** სავაჭრო ქსელებში ვიზიტი და პროდუქციის განლაგების კონტროლი
** დისტრიბუტორებისთვის საბუთების გამზადება, rs.ზე ზედნადებების ატვირთვა და მათი მონიტორინგი
** აქციების და პრომო აქტივობების მართვა
** შეკვეთების და მომარაგების ქსელის მართვა
** თანხების ჩარიცხვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** რეალიზაციის ზრდის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელთან რეპორტინგი
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: ნავაჭრის პროცენტი
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
პიროვნული მახასიათებლები და უნარ ჩვევები:
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობის უნარი
თუ თქვენ გაქვთ სურვილი აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Giorgi.kiladze@gdggroup.ge
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს, წინააღდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ვერ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.