www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტონაწილების მენეჯერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ანლიმ მოტორსი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 23 იანვარი

მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების მქონე ავტო სერვის ცენტრი "ანლიმ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სათადარიგო ავტო ნაწილების რეალიზაცია და სალაროს კონტროლი;
** შეკვეთის და საქონლის მიღების აღრიცხვის წარმოება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი მომარაგების მენეჯერის მართვა, შეკვეთებზე გაგზავნა და კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხევაში ახალი კონტაქტების მოძიება;
** ნაწილების და აქსესუარების ფასების მონიტორინგი - დინამიკის შესწავლა, ფასების შედარება და აღრიცხვა;
** მოთხოვნადი პროდუქციის მარაგების შევსების უზრუნველყოფა;
** სრული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან (გაყიდვებიოს ტენდენციები, შეკვეთები, ფასები და ა.შ);
** კომპანიაში არსებულ პროგრამაში მუშაობა (შესწავლა მოხდება ადგილზე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროს მაღალ დონეზე ცოდნა;
** ავტო ნაწილების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Word, Excel)

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: unlimmotors@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |