www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აირშემდუღებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 23 იანვარი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას აირშემდუღებლის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 871 ლარიდან 1113 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

სამუშაოს დახასიათება:

** დეტალების, კონსტრუქციებში შემავალი ნაკეთობების შედუღების ნაკერის ყველა სივრცობრივ მდგომარეობაში მოჭიდება;
** შესადუღებელი შენაერთების მომზადება შესადუღებლად და ნაკერის გაწმენდა შედუღების შემდეგ;
** აირის ბალონების მომზადება სამუშაოსთვის;
** გადასატანი აირგენერატორების მომსახურება;
** ნახშირბადიანი ფოლადებისგან დამზადებული მარტივი დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების შედუღების ნაკერის ქვედა და ვერტიკალურ მდგომარეობაში აირული შედუღება;
** მარტივი დეტალების დადუღება;
** მარტივ სხმულებში დადუღებით ნიჟარებისა და ბზარების აღმოფხვრა;
** სწორების დროს კონსტრუქციების და დეტალების შეთბობა.

უნდა იცოდეს:

** აირსაშემდუღებლო აპარატების, აირგენერატორების, ჟანგბადის და აცეტილენის ბალონების, რედუცირებადი ხელსაწყოების და შედუღების სანთურების მოწყობილობა, მუშაობის პრინციპი და მათი უსაფრთხოდ მომსახურების წესები;
** შედუღების შეერთებების და ნაკერების სახეობები;
** მარტივი ნაკეთობების შედუღებისათვის მომზადება;
** გამოყვანის ტიპები და შედუღების ნაკერების აღნიშვნა ნახაზებზე;
** შედუღების დროს გამოყენებადი აირების და სითხეების ძირითადი თვისებები და მათი მოხმარების წესები;
** ბალონებში აირების დასაშვები ნარჩენი წნევა;
** შედუღების დროს გამოყენებადი ფლუსების დანიშნულება და მარკები;
** შედუღების დროს დეფექტების წარმოქმნის მიზეზი, აირული ალის მახასიათებლები;
** ბალონების შეღებვის ფერი მათში მოთავსებული აირების მიხედვით;
** აირის დანიშნულების ადგილებამდე მიწოდების კომუნიკაციის მოწყობა და მათთან მიერთების წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** გვერდული ტენტის კარკასების დეტალები - მოჭიდება და შედუღება;
** ილუმინატორები და სახურავები - შედუღება;
** ზეთის ტუმბოების და ავტომობილის ფილტრების კონუსები - სხმულებში ნიჟარების დადუღება;
** დამცავი გარსაცმები - შედუღება;
** დამხშობის (დემპფერის) ავტომობილის ჩარჩოზე სამაგრების კრონშტეინები (ბრჯენები) - ბზარების დადუღება;
** საყალიბე - ყურების მიდუღება;
** ქვეშები ჩარხებისთვის - შედუღება;
** მიმღები მილები - დამცავი ბადეების შედუღება;
** ავტომობილის ფრთების გამაძლიერებელი - შედუღება;
** ავტოთვითმცლელის ჰიდრავლიკური მექანიზმების ფიქსატორები - შედუღება;
** სხვადასხვა დიამეტრის მილების დაბოლოებების შეპირისპირება, მორგება, მათი მოჭიდება და შედუღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "აირშემდუღებლი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |