"MMT ჰოსპიტალი" - გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექიმ-რადიოლოგის (ექოსკოპისტის) პოზიციაზე.
შერჩეული კანდიდატი გაივლის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის - მიკროექოსკოპიის გადამზადების კურსს და დასაქმდება რეგიონის წამყვან კლინიკაში.
მიკროექოსკოპიის შესაძლებლობები მრავალჯერ აღემატება ჩვეულებრივ ულტრაბგერით სისტემებს და სიზუსტით მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უტოლდება. მისი უაღრესად დახვეწილი სისტემა, შექმნილია სპეციალურად წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე შესასწავლად და შეუცვლელია პროსტატის კიბოს სკრინინგში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური (სავალდებულოა B2 დონე)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია ჰქონდეს უცხოეთში სწავლის ან სტაჟირების გამოცდილება ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განხრით ან/და გამოცდილება საშარდე სისტემის და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევის განხრით.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელ.მისამართზე mmtinfo9@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 599774149
ელიზა კაბოსნიძე