www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რადიოლოგი/ექოსკოპისტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 23 იანვარი

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის (ექოსკოპისტის) პოზიციაზე.

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას, პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
** პოზიტიური ენერგიის უზარმაზარი მუხტი ყოველდღე.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი, შესაბამისი სერთიფიკატი.
** ექოსკოპისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

მოვალეობები:

** პაციენტის მიღება/კონსულტაცია;
** სამედიცინო მომსახურების გაწევა ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2021 წლის 23 იანვრამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |