საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ქ. თბილისში ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ შემოსავალს
** კვარტლურ ბონუსს
** ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფას.
მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** თბილისის უბნების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word).
მერჩენდაიზერის მოვალეობები:
** განავითაროს სავაჭრო ობიექტი, კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე
** მოახდინოს სავაჭრო ობიექტზე გაყიდვების ანალიზი, შეისწავლოს მომხმარებელთა რეაქციები და ბაზრის ტენდენციები.
** შეისწავლოს მყიდველების რეაქცია სავაჭრო ობიექტებზე კომპანიის პროდუქციის ფასთან მიმართებაში.
** მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების ფასების ყოველკვირეული მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა.
** მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების თუ კომპანიების პრომო აქტივობების მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით, კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე
** შეარჩიოს სავაჭრო ობიექტებზე სწორი თარო პროდუქციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შემდგომ ზრდას.
** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლები სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტები სარეკლამო მასალებით
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.qeburia@mziuri.com.ge