www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თარჯიმანი - ინგლისური, რუსული
მომწოდებელი: ავერსი რაციონალი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ თარჯიმანს, რომელსაც შეუძლია წამლის რეგისტრაციისთვის საჭირო მეცნიერულ-ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურიდან რუსულ ენაზე.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

1. უმაღლესი ფარმაცევტული ან ქიმიური განათლება.
2. უცხო ენების (ინგლისური და რუსული) სრულყოფილი ცოდნა
3. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
4. სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში

მის.: ლილო, ჭირნახულის ქ. 14

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.rational.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |