შპს "არქტრეიდი", პროექტი "Alliance Highline", აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის (სამშენებლო მოედნის მენეჯერი) თანამდებობაზე.
საჭირო გამოცდილება: 3 წელზე მეტი
კარიერული დონე: მენეჯმენტი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: კონფიდენციალური
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული, ინგლისური
სამუშაოს კატეგორია: ინჟინერია - მშენებლობა/სამოქალაქო/არქიტექტურა
სამუშაოს შესახებ:
დეპარტამენტი: საიტ მენეჯერი
ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 78
სუბორდინაცია: პროექტის მენეჯერი
შეჯამება:
** ინფორმაცია მიაწოდოს პროექტის მენეჯერსა და სხვა საჭირო დეპარტამენტებს სამუშაოების მსვლელობის, მუშა პერსონალის და ობიექტზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
** რეგულარულად იმუშაოს პროექტის მენეჯერთან ერთად და სხვა საჭირო დეპარტამენტებთან, რომ სამუშაოების მსვლელობა იყოს შესაბამისობაში დაგეგმილ გრაფიკთან, ბიუჯეტთან, სამუშაო სპეციფიკაციებთან და დიზაინის სტანდარტებთან მიმართებაში.
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების და მომუშავე პერსონალის მართვა, მონიტორინგი და კონტროლი.
** ურთიერთობა მომწოდებლებთან, ქვეკონტრაქტორებთან, დამკვეთთან და ა.შ.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
პასუხისმგებლობები მოიცავს (მაგრამ არ შემოისაზღვრება) შემდეგს:
** სამუშაოების ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი
** სამუშაოებისა და საიტ რეპორტების შემოწმება და მომზადება
** გააკონტროლოს, რომ გამოყენებული მასალები და შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საპროექტო ნახაზებს და სპეციფიკაციებს
** შესთავაზოს პროცესებისა და ტექნიკური გადაწყვეტების ცვლილებები სამუშაოების ეფექტურად წარმართვის მიზნით.
** სამშენებლო მოედნის ყოველდღიური მართვა, ობიექტის მუშა პერსონალის და მათი სამუშაოების მონიტორინგი და ზედამხედველობა
** სამუშაოების პროგრესის კონტროლი და მონიტორინგი, რომ შესრულება მოხდეს დაგეგმილ ვადებში
** მომუშავე პერსონალის ჰისტოგრამების წარმოება
** მომუშავე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება და აღრიცხვა
** სამუშაოებისთვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ხელსაწყოების განსაზღვრა და სამუშაოების მსვლელობის დროს აღრიცხვა და კონტროლი
** პროგრეს შეხვედრების წარმოება და რეპორტინგი
** მომწოდებლებთან, ქვეკონტრაქტორებთან და დამკვეთთან ურთიერთობა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით
** ობიექტზე არსებულ სხვა კონტრაქტორებთან და დამკვეთთან კოლაბორაცია სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით
** საკონტრაქტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და კოლაბორაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან
** უზრუნველყოს ობიექტის გამართულობა და პირობები სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულებისათვის.
განათლება და გამოცდილება:
** ბაკალვარიატი სამშენებლო მენეჯმენტის, არქიტექტურის, ინჟინერიის ან მსგავსი მიმართულებით
** 3 წელზე მეტი გამოცდილება სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიაში
** მშენებლობაში/საიტის მენეჯმენტში გამოცდილება.
საჭირო თვისებები და წინაპირობები:
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ძლიერი ორგანიზაციული, პრობლემების გადაწყვეტის და მოლაპარაკებების უნარები. სხვადასხვა გუნდებისა და წარმოქმნილი კონფლიქტების მართვა.
** დამკვეთთან სათანადო ურთიერთობის წარმოების შესაძლებლობა
** ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის, შემოწმებისა და სამუშაოებში გამოყენების შესაძლებლობა
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა
** AutoCAD-ში მუშაობის შესაძლებლობა
** ინგლისური ენის ცოდნა
** დეტალებზე ყურადღების მიქცევა
** ორგანიზებულობა
** ლიდერობის მაღალი უნარები.
გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელფოსტაზე: info@archtrade.ge