www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ERP ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ERP ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქციები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამულად ასახვის საჭიროების ანალიზი - სხვადასხვა სტრუქტურული
ერთეულების მიერ დაყენებული მოთხოვნების შესწავლა ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი სარგებლიანობის განსაზღვრა;
** ტექნიკური დავალების მომზადება ან/და ცვლილებების განხორციელება;
** ERP ადმინისტრირების მიმართულებაში შემოსული დავალებებისა და დაფიქსირებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პროაქტიული მხარდაჭერა; 1C ** ERP სისტემაში არსებული პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
** პროექტის დანერგვასთან დაკავშირებული აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება და დამუშავება (ბიზნეს ფინანსური ფორმატი)
** ERP პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა, თანამშრომლებისთვის პროგრამის ფუნქციების განმარტება;
** კოორდინირებული მუშაობა IT განყოფილებასთან;
** სხვადასხვა მოდულების ფინანსურ მოდულთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების/ფუნქციების დამატება და თანამშრომლებისთვის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებები მისი კვალიფიკაციის და გამოცდილების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** 1C ბაზაში ან ERP დანერგვის პროექტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; სპეციალისტის სერტიფიკატის ქონა - "Cпециалист по платформе 1С 8" (სავალდებულოა)
** ბიზნეს-ანალიტიკოსის პიზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ან IT Project Manager-ის პოზიციაზე ანალიტიკოსების გუნდთან ერთად.
** "1C Предприятие 8"-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ადმინისტრირება, კონფიგურაციის შექმნა)
** 1C საწარმო და 1C საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ბიზნესს პროცესების დიაგრამების შედგენის მიზნით ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია 1C 8 პლატფორმაზე.
** დისტრიბუციის ან წარმოების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
** MS Excel-ის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ERP სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა;
** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაცია
** სამუშაოს ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 იანვარი, 2021 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |