დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
** კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: 24 სთ, სამ დღეში ერთხელ
** ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.