კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორც-პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება;
** კომპანიის პორტფელში შემავალი პროდუქციის რეალიზაცია;
** სხვადასხვა ტიპის ობიექტებიდან შეკვეთის მიღება;
** მიღებული შეკვეთის სწორად განაწილების უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე ნაშთის კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია).
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პრისელერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!