www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"ლაზიერი" 3500 კვ. მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოების ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მოთხოვნის ფორმირება;
** საწარმოო აქტის ფორმირება;
** საწარმოო მოგება/ზარალის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** წარმოების ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. საწყისი ანაზღაურება საგამოცდო თვე 500 ლარიდან;
** ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:30;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ტელ.: 032 2 31 50 50



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |