შპს "მზამზარეული" არის მზა კვებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქსელურ თუ არაქსელურ სუპერმარკეტებში.
შპს "მზამზარეული" (http://www.mzamzareuli.com) აწარმოებს ხორცპროდუქტებს, მზა კერძებს, სალათებს, ხორცის ნახევარფაბრიკატებს, ცომეულის ნახევარფაბრიკატებს, ასევე გამომცხვარ პროდუქტებს. კომპანია არის სწრაფად მზარდი.
შპს "მზამზარეულის" შვილობილი კომპანია შპს "მზამზარეული ქეითერინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება, სახელფასო უწყისის მომზადება, ხელფასის დარიცხვა;
** სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა და ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2021 წლის 24 იანვრამდე გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელ.ფოსტაზე office@mzamzareuli.com და სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
ტელ: 595089767
გისურვებთ წარმატებებს!