www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჩინებული
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"ჩინებული" - ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის მმართველ ორგანოსთან ერთად შემუშავებული გეგმების შესრულება;
** ღვინის ტექნოლოგიური პროცესების მართვა/ზედამხედველობა;
** ​მანქანა-დანადგარებისა და საწარმო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი და პროცედურების მეთვალყურეობა;
** წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი, სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი;
** საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის და სინათლის კონტროლი;
** პრობლემების არსებობის შემთხვევაში დროული გამოვლენა და რეაგირება;
** ვენახის მოვლის ზედამხედველობა;
** საწარმოში არსებული სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მართვა;
** შემუშავებული წესების დანერგვა და გეგმის მიხედვით რეპორტინგის წარმოება;
** უსაფრთხოების სისტემის შემუშავება და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული კადრების დაკომპლექტება, სწავლება, მხარდაჭერა და მოტივირება.

პროფესიული უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** გუნდის მართვის და დავალებების დელეგირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info@chinebuli.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |