წიგნების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის (დროებითი თანამშრომლის - "თბილისი მოლი") პოზიციაზე, საახალწლო პერიოდისთვის, თბილისში.
მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭირო პროდუქციის შეთავაზება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** საჩუქრების შეფუთვაში მონაწილეობის მიღება;
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი
ხანგრძლივობა: 24-31 დეკემბერი (7 დღე)
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@pepela.ge 2021 წლის 3 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!