"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.
ვაკანსიის კოდი: TGM0000813
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
გამოცდილება:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
** სფერო: კლიენტთა მომსახურება
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
ენები:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი
უნარები:
** Microsoft Office Excel
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
სამუშაოს აღწერა:
** საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მუდმივად მოლაპარაკების წარმოება.
** კომპანიის მასშტაბით (თბილისის და რეგიონების ფილიალები) შემოსული რეკლამაციების განხილვა და დახარისხება სპეციფიკის მიხედვით.
** საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან შეხვედრა, უკმაყოფილების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაწყვეტა.
** რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა.
** რეკლამაციების შესახებ, ინფორმაციის გაგზავნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან.
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი.
** წუნდებული საქონლის ანაზღაურების რეესტრის წარმოება თვის ჭრილში (თანხობრივი/რაოდენობრივი) და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის.
** რეკლამაციების განხილვის დასრულების შემდეგ, პროდუქციის მომწოდებელი კომპანიიდან კრედიტ ნოტის მიღება და მიწოდება ბრენდ მენეჯერისთვის, მარაგების მართვის დეპარტამენტისთვის და ბუღალტერიისთვის.
** რეკლამაციების ყოველთვიური სტატისტიკის ანალიზი და რეპორტინგი ბრენდ მენეჯერთან.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/813
გისურვებთ წარმატებებს!